მსოფლიო
ანკარა ევროკავშირში შესვლის პოზიციას გადახედავს - რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ანკარა ევროკავშირში შესვლის პოზიციას გადახედავს, რადგან ბრიუსელი შესაბამის მოლაპარაკებებს აჭიანურებს, ევროკავშირის რიგი წევრი-ქვეყნები კი, თურქეთის მიმართ მტრულად არიან განწყობილი.
ამის შესახებ ერდოღანმა Reuters-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„თუ ისინი გულწრფელები არ არიან, ჩვენ უკან დაბრუნების გზა უნდა ვიპოვოთ. რატომ უნდა ვიღწოდეთ გაწერვიანებისთვის მომავალშიც? მოლაპარაკებებს უკვე 54 წელიწადია ვმართავთ“,-განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი შესაძლოა რეფერენდუმზე იქნას გატანილი.
მისივე თქმით, ევროკავშირი „გაქრობის“ პირას იმყოფება.
„ერთი, ან ორი სახელმწიფო ვერ შეძლებს ევროკავშირის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.
იმისათვის, რომ კავშირი ძლიერი გავხადოთ, საჭიროა ისეთი ქვეყანა, როგორიც თურქეთია, ანუ ქვეყანა, რომელიც განსხვავებულ რელიგიას წარმოადგენს. მაგრამ, როგორც ჩანს ევროკავშირის წევრი-ქვეყნები ამას ვერ ათვითცნობიერებენ. მათთვის ძალიან რთულია მიიღონ ისეთი მუსლიმური სახელმწიფო, როგორიცაა თურქეთი“,-აღნიშნა ერდოღანმა.
გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა თურქეთში შექმნილი ვითარების მონიტორინგის განახლებას დაუჭირეს მხარი.
დეპუტატები ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი ვითარებით არიან შეშფოთებული.
საქართველოს დელეგაციას თურქეთში მონიტორინგის განახლებისთვის მხარი არ დაუჭერია.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


