მსოფლიო
ანალოგიური შემთხვევები გვაფიქრებინებს, რომ რუსეთი იყენებს უკრაინის დესტაბილიზაციის სხვა ტაქტიკებს - უკრაინის საგარეო მინისტრი კიევში რუსი ჟურნალისტის მკვლელობაზე
კიევში რუსი სამხედრო ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო საკუთარ ბინასთან მოკლეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.
გამოძიების თავდაპირველი ვერსიით, მკვლელობა ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება.
„პირველი ვერსია და ცხადი, რომ ესაა პროფესიული საქმიანობა. მაგრამ ამჟამად ადრეა რამე კონკრეტული ვერსიის ჩამოყალიბება. ჩვენ მიმდებარე ტერიტორიასა და მკვლელობის ადგილს, სახლს ვამუშავებთ, ვიდეოკამერების არსებობას ვამოწმებთ, შემდგომ კი, შეკრებილი მასალის გაანალიზების შემდეგ შევძლებთ რომელიმე კონკრეტული ვერსიის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა კიევის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ანდრეი კრიშჩენკომ.
მან ასევე განაცხადა, რომ მოკლულის ცოლი ვერ აძლევს ჩვენებას, რადგან შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი, მან გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ ჯერ ადრეა დასკვნების გამოტანა, ვინ დგას ჟურნალისტის მკვლელობის უკან, თუმცა დასძინა, რომ რუსეთი წარსულში იყო შემჩნეული მსგავს მკვლელობებში.
„ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, ვინ დგას ამის უკან, თუმცა ანალოგიური შემთხვევების გაგება გვაფიქრებინებს, რომ რუსეთი იყენებს უკრაინის დესტაბილიზაციის სხვა ტიპის ტაქტიკებს, კერძოდ, აწყობს ტერაქტებს, ძირგამომთხრელ საქმიანობასა და პოლიტიკურ მკვლელობებს“, -აღნიშნა კლიმკინმა.
მინისტრმა განაცხადა, რომ ბაბჩენკო იბრძოდა დემოკრატიული რუსეთისთვის, როცა ის უკრაინაში იმყოფებოდა, ამიტომ „მოსკოვი მას ყოველთვის მტრად განიხილავდა“.
ცნობისთვის, არკადი ბაბჩენკო იყო სამხედრო კორესპოდენტი და მწერალი. მონაწილეობას იღებდა პირველ და მეორე ჩეჩნეთის ომში. ჟურნალისტიკით 2000 წელს დაკავდა. იყო „Новая газета“-ის კორესპოდენტი, ასევე აშუქებდა 2008 წლის აგვისტოს ომს. 2012 წელს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პუბლიკაციის გამო, რომელიც ეხებოდა მომიტინგეთა შესაძლო ტაქტიკებს. ცნობილი იყო თავისი ოპოზიციური შეხედულებებით.
2017 წელს ბაბჩენკო საუბრობდა, რომ რეგულარულად ემუქრებოდნენ, რის გამოც ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა. თავდაპირველად ის პრაღაში ცხოვრობდა, შემდგომ - ისრაელში, ხოლო 2017 წლის აგვისტოს შემდეგ კი კიევში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც წამყვანად მუშაობდა ყირიმთათრულ არხ ATR-ზე.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


