კომენტარი
ანაკლიის პროექტს მთავრობისგან დაცვა არ სჭირდება, მას სჭირდება შესრულება - მაია ცქიტიშვილი
საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის პროექტს ყველა პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა ჰქონდა არა მხოლოდ საჯარო განცხადებებით, არამედ პროექტის მნიშვნელობის ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, საერთაშორისო პლატფორმებზე მუდმივი ხაზგასმით. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის შესახებ განაცხადა.
„როდესაც ამ პროექტზე ვსაუბრობთ, ხშირად გვავიწყდება, რომ ამ პროექტის ინიციატორი იყო მთავრობა. რა თქმა უნდა, ამ პროექტს ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა და ეს მარტივი გადასამოწმებელია“, - აღნიშნა მან.
ვიცე-პრემიერის თქმით, 2014 წლიდან მთავრობა ჩართულია ანაკლიის პროექტის განვითარებაში და საფინანსო ინსტიტუტებთან მუდმივად ახდენს ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობის დემონსტრირებას. სწორედ მთავრობის ძალისხმევით მოხდვდა ანაკლიის პორტი ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ტრანსევრიპული სატრანსპორტო ქსელის მიერ გამოქვეყნებულ პროექტების ჩამონათვალში.
„ანაკლიის პორტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება სახელმწიფოსგან. მას დაცვა მთავრობისგან არ სჭირდება. ამ პროექტს სჭირდება შესრულება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


