კომენტარი
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ახალ პრობლემებს აჩენს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ახალ პრობლემებს აჩენს, არის რეპრესიული და ვერ პასუხობს ლეგიტიმურ მიზანს, რომ შეამციროს ნარკოდამოკიდებულება.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, მოლოდინი, რომ ეს ნარკოპოლიტიკა შეიცვლებოდა ჯერ კიდევ 2013 წლიდან არსებობს საზოგადოებაში და ეს მოლოდინი მაღალი იყო, თუმცა რეფორმა ჭიანურდება.
„ვხედავთ, რომ რეფორმა ჭიანურდება. პრეზიდენტმა უკვე შეცვალა შეწყალების კომისიისადმი მიმართვის პროცედურა და ის არის ბევრად მარტივი. იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ბრალად შერაცხული ნარკომოხმარება და ნარკოდანაშაულები, გარდა ნარკოტრანზიტისა, გასაღებისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებით ჩადენილი დანაშაულებისა, ადამიანებს აღარ მოუწევთ თვეობით და წლობით ლოდინი, რათა მიმართონ შეწყალების კომისიას. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება და გზას უხსნის ამ ადამიანებს, რომ მათი საქმეები კომისიამ ინდივიდუალურ რეჟიმში შეისწავლოს, დამატებითი ლოდინის გარეშე და მიიღოს გადაწყვეტილება”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ბერძენიშვილის შეწყალების თხოვნით მიმართეს, ხოლო პარლამენტს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლისა და შესაბამის კანონში ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდეს.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


