კომენტარი
ან გაგების უნარი აქვთ დაკარგული, ან შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე - სოზარ სუბარი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა „ქართული მარშის“ გუშინდელი აქციის კომენტირებისას განაცხადა, რომ ისინი ან ვერ გებულობენ მიწების შესახებ კანონის შინაარს, ან შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე.
„ის თემა, რაზეც გუშინ ისინი აქციას აწყობდნენ, ორ რაღაცაზე მეტყველებს: ან ამ ადამიანებს არ შეუძლიათ გაგება იმ ელემენტარული კანონის ფორმულირების, რომელზეც არის საუბარი, გაგების უნარი აქვთ დაკარგული ან კარგად ესმით, მაგრამ შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე. შესაბამისად, ისინი ვის საქმეს აკეთებენ - რომელი პარტიის ან საქართველოს რომელი მეგობრის - თვითონ ჩაეკითხონ თავის თავს“, - უთხრა სუბარმა ჟურნალისტებს.
„ქართული მარშის“ მსვლელობა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან ჯერ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისისაკენ გაიმართა და შემდეგ გაგრძელდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან. აქციის მონაწილეებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვისა და ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებული ფონდის საქმიანობის აკრძალვა მოითხოვეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


