კომენტარი
ამომრჩეველის აქტივობის აღრიცხვა პარტიის საორგანიზაციო საქმიანობაა და არის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში- „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში მორიგი ბრიფინგი გაიმართა, სადაც ორ საკითხზე გამახვილდა ყურადღება.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაწერონ, რომ ამ გზით მოახდინონ ამომრჩეველზე ზეგვლენა.
რაც შეეხება საარჩევნო უბანთან ამომრჩევლის აღრიცხვის საკითხს, თალაკვაძის თქმით, ეს არის ნებისმიერი პარტიის საორგანიზაციო საკითხი, რომელიც კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია.
„არჩევნები მიმდინარეობს მშვიდად. მინდა ყუირადღება გავამხვილო რამდენიმე ფაქტზე. პირველი, ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარმომადგენლებს, როგორც ჩანს აძლევენ ასეთ ინსტრუქციას, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს თითოეულ უბანზე, ამ გზით ცდილობენ, რომ ამომრჩეველთა განწყობაზე მოახდინონ რაიმე ტიპის ზეგავლენა. მსურს მოვუწოდო ჩვენს თითოეულ წევრს, მხარდამჭერს და ამომრჩეველს, რომ მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, მობრძანდნენ და დააფიქსირონ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე საკუთარი არჩევანი.
ასევე მეორე საკითხი, საჯარო იყო გაკეთებული განცხადებები ამომრჩეველთა აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით. ამაზე მსურს ცალსახად განვაცხადო, რომ ეს არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობა, სიები არის ღია და ნებისმიერ აქტივისტს, მსურველს შეუძლია, რომ აღრიცხვა გარეთ თუ შიგნით აწარმოოს საკუთარი სურვილის მიხედვით. ეს კეთდება საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში“,-განაცხადა თალაკვაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


