მსოფლიო
ამიერიდან ცუდი ამინდის დადგომა შეგვიძლია დონალდ ტრამპს დავაბრალოთ - ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა პეტერბურგში ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს, ამერიკის პრეზიდენტის მიერ კლიმატის ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გასვლის საკითხზე იხუმრა.
როგორც რუსეთის ლიდერმა თქვა, ამიერიდან ცუდი ამინდის დადგომა, შესაძლებელია დონალდ ტრამპს დაბრალდეს, - წერს Газета.Ru.
„ჩენ ვსაუბრობთ ორი გრადუსით დათბობისგან დაცვაზე. რასაკვირველია, დათბობას ჯერჯერობით ვერ ვგრძნობთ. გავიგე, მოსკოვში თოვლია, პეტერბურგში აგერ, წვიმაა, ძალიან ცივა. ტრამპის მადლიერი უნდა ვიყოთ, რადგან ამიერადნ, შეგვიძლია ცუდი ამინდის დადგომა მას დავაბრალოთ“,-განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ გუშინ განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმებაში დაბრუნება შესაძლებელი გახდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული პირობები შეიცვლება რადგან დღევანდელი "უსამართლოა".
პარიზის კლიმატის შეთანხმება პირველი გლობალური კლიმატური შეთანხმებაა, რომელსაც 2015 წელს პარიზში 194-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. დოკუმენტი გლობალური დათბობის შეკავების სამოქმედო გეგმაა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


