მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს გააძევებს
თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს გააძევებს და სიეტლში მდებარე რუსეთის საკონსულოს დახურავს.
„ეს არის სოლიდარობა დიდი ბრიტანეთისმთავრობის მიმართ, რომელიც ორმაგი აგენტის სერგეი
სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთს ღიად ადანაშაულებს“,- განაცხადეს თეთრ სახლში.
რუს დიპლომატებს აძევებს პოლონეთიც.
24 მარტს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, “სკრიპალის საქმის“ გამო, ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევება ურჩია.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განცხადება გააკეთა, რომ რუსეთის ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. მისი თქმით, სკრიპალები მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში მომზადდა.
14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


