კომენტარი
ამერიკის პოლიტიკა და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება - იან კელი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის შეფასებით, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, შტატების პოლიტიკა და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება.
ამის შესახებ კელიმ საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს განსაკუთრებული დღეა. ამერიკის პოლიტიკა და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება. ამის დასტურია კონგრესის რეზოლუცია. მე ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობას გავაგრძელებ, რომ საქართველოს მხარდაჭერა ძალაში დარჩეს“,-აღნიშნა კელიმ.
ამერიკაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ამ დროისთვის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს.
მას ამომრჩეველთა კოლეგიის 265 წარმომადგენლის ხმა აქვს მოპოვებული, ჰილარი კლინტონს კი 218.
გამარჯვების მოსაპოვებლად კანდიდატს ამომრჩეველთა კოლეგიის 270 წარმომადგენლის ხმა ესაჭიროება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


