მსოფლიო
ამერიკის მიერ ქვეყნიდან 35 რუსი დიპლომატის გაძევებას მოსკოვი ადეკვატურად უპასუხებს - დიმიტრი პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი ამერიკის მიერ ქვეყნიდან 35 დიპლომატის გაძევებას ადეკვატურად უპასუხებს.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, მას არ დაუკონკრეტებია რა სახის პასუხზეა საუბარი, მაგრამ აღნიშნა, რომ ის პირდაპირპროპორციული იქნება.
„პასუხი იმგვარად იქნება ფორმულირებული, როგორც რუსეთის პრეზიდენტ განსაზღვრავს“,-აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, ახალი სანქციები ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის აგრესიულობისა და არაპროგნოზირებადობის კიდევ ერთი გამოვლინებაა.
პუტინის პრესმდივნის თქმით, ახლად არჩეულ დონალდ ტრამპს „ქცევის მოდელს“ახვევენ თავს.
„გარკვევით ვხედავთ, რომ ახალ ადმინისტრაციას ცდილობენ რომ გარკვეული ქცევის ხაზი მოახვიონ თავს, ანუ ტრამპის ადმინისტრაციას ცდილობენ წაართვან ქმედუნარიანობა, და გზის დამოუკიდებელი არჩევის შესაძლებლობას“,-განმარტა დიმიტრი პესკოვმა.
ამასთან, პესკოვი მიიჩნევს, რომ ამერიკის ახალი სანქციები საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით უკანონო და დაუსაბუთებელია.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბარაქ ობამას ადმინისტრაციას გაბოროტებული, წარუმატებელი და არაშორმჭვრეტი გუნდი უწოდა.
რუსეთის სათათბიროში ობამას გადაწვეტილება მისი გუნდის საბოლოო აგონიად შეაფასეს.
შეგახსენებთ, რომ ბარაქ ობაბას გადაწყვეტილებით ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან 35 რუსი დიპლომატი იქნა გაძევებული.
გარდა ამისა, ამერიკამ საქნციები დაუწესა 6 რუს მოქალაქეს, რომელთა შორის მოხვდნენ მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ხელმძღვანელობა: უწყების ხელმძღვანელი იგორ კორობოვი, ასევე მისი პირველი მოადგილეები: ვლადიმირ ალექსეევი, სერგეი გიზუნოვი, და იგორ კოსიუტკოვი.
მონიკა დავლიანიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


