მსოფლიო
ამერიკის ელჩები თანადებობებს დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის დატოვებენ
ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარდამავალი გუნდის ბრძანების თანახმად, ბარაქ ობამას ადმინისტრაციის მიერ დანიშნული ამერიკის ყველა ელჩმა თანამდებობა, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღისთვის უნდა დატოვოს.
ამის შესახებ New York Times დიპლომატიურ წრეებში საკუთარ წყაროზე დაწყრდნობით წერს.
დიპლომატების თქმით, დოკუმენტი გამონაკლისს არ ითვალისწინებს.
მათივე თქმით, ადრე პრეზიდენტები, რომლებიც თანამდებობას იკავებდნენ, ცალკეულ ელჩებს, კერძოდ, მათ, ვისაც სკოლის ასაკის შვილები ჰყავდათ, აძლევდნენ შესაძლებლობას, თანადებობაზე რამდენიმე კვირით, ან თვით კიდევ ყოფილიყვნენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ „პოლიტიკური“ ელჩები, რომელთაგან დიდი ნაწილი პრეზიდენტთან კავშირების გამო არიას ნომინირებული, თანადებობებს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისთანავე ტოვებენ.
ამასთან, ელჩები, რომლებიც საკადრო დიპლომატები არიან, ხშირად თანადებობებს ინარჩუნებენ.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


