უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

30 დეკემბერი, 2016 12:20
font-size

ამერიკიდან 35 რუსი დიპლომატი გააძევეს

პრეზიდენტ ბარაქ ობამას გადაწყვეტილებით, ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან 35 რუსი დიპლომატი გააძევეს.

გარდა ამისა, გადაყწვეტილების ფარგლებში, მერილენდსა და ნიუ-იორკში ორი ე.წ დიპლომატიური აგარაკი იხურება, რომელიც რუსულ დიპმისიას ეკუთვნის. ამერიკის ხელისუფლების აზრით, აღნიშნული დასასვენებელი კომპლექსები,სადაზვერვო მიზნენს ემსახურება.

დიპლომატებს აგარაკების ტერიტორიაზე წვდომა 30 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 12:00 შეეზღუდებათ.

დიპლომატები ამერიკაში პერსონა ნონ-გრატად არიან გამოცხადებული და მათ შტატები 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.

გარდა ამისა, ობამას გადაწყვეტილებით რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდა, რომელიც იმ კიბერშეტევებს უკავშირდება, რომელსაც რუსეთი ამერიკაში წინასაარჩევნო პერიოდის დროს ახორციელებდა.

„ყველა ამერიკელი უნდა იყოს შეშფოთებული რუსეთის ქმედებით. მსგავსი ქმედება გარკვეულ შედეგს იწვევს“,-ნათქვამია ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას განცხადებაში.

ობამას განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ამერიკა შემდგომ ზომებსაც მიმართავს.

„ეს საბოლოო ზომა არ არის. ეს რუსეთის აგრესიულ ქმედებაზე ჩვენი საბოლოო პასუხი არ არის“,-ნათქვამია ობამას განცხადებაში.

რაც შეეხება შემოღებულ პერსონალურ სანქციებს, ის ექვს ადამიანს შეეხო და 5 უწყებას, რომელთა შორის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურიც (ФСБ) ფიგურირებს.

სანქციათა სიაში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ხელმძღვანელობა მოხვდა: უწყების ხელმძღვანელი იგორ კორობოვი, ასევე მისი პირველი მოადგილეები: ვლადიმირ ალექსეევი, სერგეი გიზუნოვი, და იგორ კოსიუტკოვი.

სანქციები შეეხო „სპეციალურ ტექნოლოგიურ ცენტრს“, რომელიც რუსეთის და საერთაშორისო აზომვითი დანადგარების ბაზარზეა ინტეგრირებული.

შეზღუდვები დაუწესდა,ავტონომიურ არაკომერციულ ორგანიზაციას „ინფორმატიკის სფეროს კონსტრუქტორების პროფესიულ გაერთიანებას“, რომელმაც შეიმუშავა და გამოუშვა სკანერების 10 ათასი ექზემპლარი,რომლებიც საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ხმების ავტომატურ დათვლას უზრუნველყოფს.

ამავე სიაში მოხვდა, რუსეთის კიდევ ორი მოქალაქე, ალექსეი ბელანი და ევგენი ბოგაჩოვი, რომლებსაც ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო ჰაკერებს უწოდებს და რომლებიც დიდი ხნის განმავლობაშია რაც საერთაშორისო ძებნაში არიან გამოცხადებული.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი