მსოფლიო
ამერიკელებმა უნდა შეწყვიტონ გულისამაჩუყებელი გარიგებების დადება რუსეთსა და ამერიკას შორის -ბორის ჯონსონი
"მთელი ეს კატასტროფა შეიძლებოდა თავიდან აცილებულიყო, ევროპას რომ ჰქონოდა გამბედაობა და ოდნავი წინდახედულობა, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს, რადგან ფრანგებსა და გერმანელებს მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი შეენარჩუნებინათ ახლო ურთიერთობები მოსკოვთან, განსაკუთრებით კი გერმანელებს, რადგან მათ მოსკოვისგან ბუნებრივი აირი სჭირდებოდათ.
ამერიკელებმა უნდა გაიგონ, რომ საშინელ შეცდომას უშვებენ, საშინელ, საშინელ შეცდომას. პირველი, ისინი მორალურად იბინძურებენ თავს ისეთი რამის კეთებით, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არცერთ ამერიკულ მთავრობას არ გაუკეთებია კერძოდ, სამხედრო ძალით მიტაცებული ტერიტორიის ოფიციალური დიპლომატიური აღიარებით. ეს არის საზიზღრობა, რომლისგანაც, ვფიქრობ, ადმინისტრაცია ვერ გაჯანსაღდება. მეორეც, ეს არ იმუშავებს და ამ საშინელი პრინციპული დათმობის შემდეგ, ისინი აღმოაჩენენ, რომ პუტინი უბრალოდ ჯიბეში ჩაიდებს ყველაფერს და გააგრძელებს ომს.
ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი მართალია, რომ მშვიდობის დამყარება სურს. მან ბევრი რამ გააკეთა, ბევრ რამეს მიაღწია. ვფიქრობ, მან ისეთი რამ გააკეთა, რაც დემოკრატებს არასდროს გაუკეთებიათ, თუმცა მან პუტინზე მეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს.
ამერიკელებმა უნდა შეწყვიტონ გულისამაჩუყებელი გარიგებების დადება რუსეთსა და ამერიკას შორის. მათ უნდა შეწყვიტონ აღიარების შეთავაზება. მათ უნდა შეწყვიტონ სუსტ მხარეზე, მსხვერპლზე ზეწოლა, მათ უნდა დაიწყონ აგრესორზე ზეწოლა“, - ამბობს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი The Spectator-თან ინტერვიუში.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


