კომენტარი
ამერიკაში ხელის ჩამორთმევის გამო არავის დააკავებდნენ - ალექსანდრე ჯეჯელავა
ვიცე-პრემიერის, განთლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექასნდრე ჯეჯელავას განცხადებით, ამერიკაში დაკავებული ორი სპორსტმენის საქმეში სახელმწიფო უწყებები აქტიურად არიან ჩართული.
როგორც ჯეჯელავამ საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა, სპორტსმენებს ადვოკატის ყოლისა და თავის დაცვის ყველანაირი საშუალება აქვთ.
მისი თქმით, თუ დაკავება რაიმე გაუგებრობას უკავშირდება, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
„ქართული მხარე აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს მოქალაქეებს ყველა შემთხვევაში და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეს ხალხი არიან ძალიან კარგი სპორტსმენები, რომ მათ ჰყავდეთ ადვოკატი და მათი მხარდაჭერა და ხელშეწყობა იყოს მაქსიმალური. მეორე მხრივ, ამერიკულ მართლმსაჯულებაში ეჭვს ნუ შევიტანთ, ამის საფუძველი არ გვაქვს და მთავარია, რომ ეს სიტუაცია გაირკვეს.
ვფიქრობ, ამერიკაში ხელის ჩამორთმევის გამო, როგორც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, არავის დააკავებდნენ და თუ გაუგებრობაა მომხდარი, აუცილებლად გაირკვევა უახლოეს პერიოდში“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
აშშ-ში ორი ქართველი სპორტსმენი, ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, სხვა ქართველებთან ერთად რუსული სინდიკატის წვერობასთან სავარაუდო კავშირის გამო დააკავეს.
ხურციძეს ფედერალურმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულებს ბრალად რეკეტი, თაღლითობა და რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა ედებათ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


