მსოფლიო
ამერიკას სირიაზე სარაკეტო იერიში მიტანა კიდევ შეუძლია - ბორის ჯონსონი
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაზე სარაკეტო იერიშების მიტანა უნდა გააგრძელონ. -ამის შესახებ „ინტერფაქსი“ Associated Press-ზე დაყდნობით წერს.
„ეს მნიშვნელოვანია, და ამერიკას შეუძლია ეს კიდევ გააკეთოს“,-განაცხადაც ბრიტანელმა დიპლომატმა, ამერიკის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში იტალიაში შედგა.
ჯონსონის თქმითვე, სამიტის ფარგლებში განიხილება რუსეთისა და რიგი სირიელი სამხედრო პირის მიმართ სამომავლო სანქციების დაწესების საკითხი.
თავად ტილერსონმა აღნიშნა, რომ ამერიკის მხრიდან ახალი გაბედული ქმედებების ალბათობა მაღალია.
„ჩვენ ვართ განწყობილი, რომ ყველა და ყველას ვინც მსოფლიოს მასშტაბით უდანაშაულო ადამიანების მიმართ ბოროტებას ჩადის პასუხისმგებაში მივცეთ“,-განაცხადა ტილერსონმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ამერიკის სახელმიწფო მდივანი რექს ტილერსონი ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში ჩადის.
მოსალოდნელია, რომ რუს კოლეგასთან ტილერსონი სირიაში შექმნილ ვითარებას განიხილავს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


