მსოფლიო
ამერიკა მზადაა ჩრდილოეთ კორეის ყველა ქმედებას უპასუხოს
ამერიკის პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ სატელეფონო საუბარი გამართეს. სინძო აბეს განცხადებით, იგი სრულიათ ეთანხმება ტრამპს, რომ უნდა შეწყვიტოს ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების განლაგება და მზადყოფნაში მოყვანა.
,,პარტნიორობა ამერიკასა და იაპონიას შორის და თანამშრომლობა ჩინეთთან და რუსეთთან ყველას საერთო პრიორიტეტს გვაძლევს ამ დაპირისპირებაში. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომ ჩრდილოეთ კორეა გადავაწრმუნოთ რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით,’’- განუცხადატრამპთან საუბრის შემდეგ აბემ რეუტერს-ის რეპორტიორს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის მხრიდან აშშ-ის და მისი მოკავშირეების სამხრეთ კორეის და იაპონიის წინააღმდეგ ნებისმიერ ქმედებაზე გასცემს პასუხს“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ტრამპმა და აბემ რეგიონალურ და გლობალურ საკითხებზე ისაუბრეს, ასევე გამოჰყვეს საერთო ინტერესები,- გცხადებენ თეთრ სახლში.
11 აგვისტოს, დონალდ ტრამპმა თწიტტერ-ზე დაწერა, რომ "ჩრდილოეთ კორეის უგუნური ქმედებების შემთხვევაში" კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის სცენარი არსებობს და ამერიკული არმია სრულ მზადყოფნაშია. მანამდე ის ჩრდილოეთ კორეას ფხენიანის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში "ცეცხლს და რისხვას" დაჰპირდა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


