კომენტარი
ამას სერიოზულად უნდა მიუდგნენ და ობიექტურად გამოიძიონ - დევიდ კრამერი ,,ომეგა ჯგუფის“ საქმეზე
ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში დევიდ კრამერი აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დასავლეთისთვის ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.
კრამერი ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის საკითხსაც შეეხო და ,,ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებულ იმ ფარულ ჩანაწერებზე გაამახვილა ყურადღება, რომლიდანაც მაღალი თანამდებობის პირების მიერ კორუფციაში ჩართვის შესახებ ეჭვები ჩნდება.
კრამერი ამბობს, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გამოიძიონ ეს საკითხი და კანონზე მაღლა არავინ უნდა დააყენონ.
„კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა. იყო ბრალდებები, რომელიც ახლახან გავიდა ეთერში, ამას სერიოზულად უნდა მიუდგნენ და ობიექტურად გამოიძიონ.
ხალხი, რომელიც პრობლემებზე ლაპარაკობს, ფაშიზმში არ უნდა დაადანაშაულო.
მნიშვნელოვანია, რომ, ყველა ბრალდება დამტკიცებული იყოს ან უარყოფილი. არცერთ ქვეყანას არ აქვს იმუნიტეტი კორუფციაზე, საქართველო არ არის გამონაკლისი, მაგრამ კანონზე ზემოთ არავინ არ უნდა იდგეს“ - აცხადებს დევიდ კრამერი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


