კომენტარი
ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებას` არავითარი სურვილი არ აქვს ნებისმიერ ადამიანს გადაეფაროს - გია ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ლევან ყიფიანთან დაკავშირებით პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულ ოცნებას" არავითარი სურვილი არ აქვს ნებისმიერ ადამიანს გადაეფაროს.
„არაადეკვატური განცხადებაა. რას ნიშნავს ზურგი შეაქცია, რომ არ გადავეფარეთ, თუკი მას რაიმე მართლაც ჩადენილი აქვს? ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებას" არავითარი სურვილი არ აქვს ნებისმიერ ადამიანს გადაეფაროს. უზნეო კამპანია რომ მიმდინარეობს, ეს არის შემაძრწუნებული. ერთმა უღირსმა ადამიანმა ეს კამპანია დაიწყო და აიტაცა ყველამ. გაურკვეველი პიროვნებები გამოდიან და ამ თემაზე ლაპარაკობენ. ამ მხრივ ყიფიანს თანადგომასაც ვუცხადებთ, მაგრამ გამოძიებას უნდა მისცეს ჩვენებები და გამოძიებამ ზუსტად უნდა დაადგინოს მისი ბრალეულობის ხარისხი",- განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ - „დღეს ვხედავ, როგორ შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში, „- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, თანამებრძოლის გაწირვა არ შეიძლება და ეს ცუდად დაუბრუნდებათ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


