კომენტარი
ამ უკანონობის განმაპირობებელი, როგორ ჩანს, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მხარე - ნატო ჩხეიძე (ვიდეო)
ფინანსთა სამინისტროს მიერ აქციზური მარკების ხელახალი გაუცემლობა საწარმოსთვის იმ ვითარებაში, როდესაც საწარმომ გადაიხადა მიმდინარე ვალდებულებები, არის უკანონო, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, ნატო ჩხეიძემ.
კომპანიის ინფორმაციით, საწარმო კვლავ გაჩერებულია და 1500-მდე დასაქმებული ამ ეტაპზე უმუშევარია.
დეპუტატი ნატო ჩხეიძე კომპანიაში შექმნილ ვითარებას იმ განცხადებებსა და სქემას უკავშირებს, რომელიც „რუსთავი 2-ის“ ეთერში „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გაახმოვანა.
კომპანიაში ეჭვობენ, რომ „ომეგა ჯგუფს“ ხელახალი პრობლემები ოქუაშვილის ინტერვიუს შემდეგ შეექმნა.
„ამ უკანონობის განმაპირობებელი, როგორ ჩანს, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მხარე. მე სწორად ამას ვუკავშირებ, რადგან არ შესრულდა მათი მხრიდან ყოვლად უზნეო მოთხოვნა,“- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
„ომეგა ჯგუფში“ ამბობენ, რომ კომპანიამ აქციზური მარკების შეკვეთის ინვოისი შემოსავლების სამსახურმა შეკვეთის დღესვე, 12 ნოემბერსვე დაადასტურა, თუმცა 30 ნოემბერს ,,ომეგა ჯგუფის“ უკვე დადასტურებულ შეკვეთას შეეცვალა სტატუსი და გახდა „გადაუხდელი - გაუქმებული.“
„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები ამბობენ, რომ ეკონომიკური პრობლემების ფონზე, სამსახურის გარეშე დარჩენა, მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს.
ცნობისთვის,"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა „კვირის აქცენტებთან“ დეტალურად ისაუბრა იმ საკითხებზე, თუ რა უძღოდა წინ კომპანიის ამუშავებას და რის სანაცვლოდ სთავაზობდა ხელისუფლება ათობით მილიონს. მთლიანობაში 60 მილიონამდე უნდა შესულიყო "ომეგა ჯგუფში," ყველა იმ გარიგების სანაცვლოდ, რაზეც ხელისუფლება წავიდა, მათ შორის იყო "ქართუ ბანკიდან" 8 მილიონიანი გადარიცხვა.
ზაზა ოქუაშვილის სკანდალური განცხადებების შემდეგ რუსთავი 2-მა გაავრცელა დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, როგორ გადარიცხა არჩევნებამდე ორი დღით ადრე "ქართუ ბანკმა" ომეგა ჯგუფის ანგარიშზე 7 მილიონ ლარზე მეტი და როგორ ყიდულობდა ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენის დუმილს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


