კომენტარი
ამ სქემით წასვლა ნიშნავს პარკირების საფასურის გაზრდას - დავით მესხიშვილი
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი მერიის მიერ სითი პარკთან კონტრაქტის გაწყვეტას ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება.
,,ის, რომ "სითი პარკი" კომფორტს არ გვიქმნიდა, არც სიახლეებზე იყო ორიენტირებული და არც განვითარების გეგმა ჰქონდა, გასაგებია. მერის გადაწყვეტილებაც, დარწმუნებული ვარ ბევრს გაახარებდა. თუმცა ჯერ არ ვიცით, რამდენად არის გამყარებული სამართლებრივად ხელშეკრულების გაწყვეტა. ხელშეკრულება ისე გაწყდა, რომ კონკრეტული სტრატეგიაც არ გვინახავს, როგორი იქნება პარკირება ხვალ. შემიძლია ვივარაუდო, რომ სამომავლოდ პარკირება ქალაქში ზონალური-გეოგრაფიული დაყოფის პრინციპით განხორციელდება, ანუ პარკირებისთვის სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა საფასური დაწესდება და თან შესაძლოა საათობრივადაც განისაზღვროს (არსებობდა ასეთი გეგმა). ამ სქემით წასვლა ნიშნავს პარკირების საფასურის გაზრდას. შეგიძლიათ დაივიწყოთ 50 ლარად მთელი წლის განმავლობაში "სადაც გინდა და რამდენი ხანიც გინდა" პარკირება. მიუღებლად მიმაჩნია პარკირების მენეჯმენტის გადაცემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე, რომელიც თავად არის უმენეჯმენტო სტრუქტურა, ჩარჩენილი 50-60-იან წლებში. დღეს ეს კომპანია სრულიად გაცლილია თანამედროვე მიდგომებისგან. მეტროს თავზე ჩამონგრევაც ამ კომპანიის კისერზეა, თუმცა ყველაფერი მიჩუმათდა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გაჩნდა ეჭვი კომპანიაში კორუფციული გარიგებების არსებობის შესახებ, ამ თემამაც მიიძინა. ვფიქრობ, ზეიმი ნაადრევია. "სითი პარკი გავაგდეთ და ავშენდით", "ჩვენ მანქანებს ევაკუატორი აღარ გაიტაცებს" და ა.შ ძალიან ბავშვური მიდგომაა. ვითხოვთ, სამუშაო პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართვას“, - წერს დავით მესხიშვილი.
ცნობისათვის, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ხელშეკრულება შეუწყვიტოს კომპანია “სითი პარკს”.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


