კომენტარი
ამ რეზოლუციის შემდეგ თავმოყვარე მთავრობა გადადგებოდა - თამარ კეკენაძე
,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანი თამარ კეკენაძე აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტის საგანგებო რეზოლუციას ეხმაურება.
,,მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომლებსაც სულ უფრო ხშირად უწევთ ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა ,,ქართული ოცნების“ მთავრობის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისგან. საბედნიეროდ, მათ კარგად იციან რამხელა ზიანს აყენებს ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლება საქართველოს ევროპულ მომავალს და ყოველ ჯერზე აქვთ და ექნებათ მკაცრი რეაგირება“, - აცხადებს კეკენაძე.
მისივე განმარტებით, ,,ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ აფგან მუხთარლის საქმე არის თითოეული ჩვენგანის ღირსების საკითხი.’’
,,სანამ ბიძინა ივანიშვილს ექნება განცდა, რომ შეუძლია ყველა იყიდოს, ქვეყანა მართოს როგორც მისი კერძო საწარმო და ამაზე არ იქნება მძაფრი სამოქალაქო პროტესტი, ამ ქვეყანას სახელმწიფოდ ქცევის მომავალი არ ექნება.’’, - აცხადებს კეკენაძე.
პარტიის გენერალური მდივანი მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მისგან ნამდვილ, უტყუარ საგამოძიებო შედეგებს ითხოვს.
,,მივმართავ პრემიერ კვირიკაშვილს: ეყოს გონიერება, აიღოს პასუხსიმგებლობა, და ერთხელ მაინც უზრუნველყოს ნამდვილი გამოძიება“, - ამბობს კეკენაძე.
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვან ყურადღებას მოითხოვს საქართველოში უსაფრთხოების სამსახურების მდგომარეობა.
,,საგანგაშოა, რომ ,,ქართული ოცნება“ ახდენს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების სრულ დისკრედირაციას. მაშინ, როდესაც გვაქვს პრეტენზია გავხდეთ ნატოს და ევროკავშირის წევრი, დავანახოთ ჩვენ პარტნიორებს რომ საერთაშორისო უსაფრთხიების უზრუნველყოფაში მნიშნელოვანი როლი შეუძლიათ ჩვენს სამსახურებს შეიტანონ, ამ დროს ჩნდება საფუძვლიან ეჭვი რომ უსაფრთხოების სამსახურების გამოყენება ხდება ადამიანის გატაცებისთვის. ეს ანგრევს საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯს“, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


