კომენტარი
ამ ქვეყანაში ამისი მრავალწლიანი გამოცდილება არსებობს, რომ ტელევიზიის მფლობელებზე ხორციელდება ზეწოლა - ზურაბ ჯაფარიძე
„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „იბერიაში“ შექმნილ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში არსებობს გამოცდილება, როცა ტელევიზიების მფლობელებზე, რომლებიც სხვა ბიზნესსაქმიანობითაც არიან დაკავებული, ზეწოლა ხორციელდება.
„ამ ქვეყანაში ამისი მრავალწლიანი გამოცდილება არსებობს, რომ ტელევიზიის მფლობელებს, რომლებსაც, როგორც წესი, აქვთ სხვა ბიზნესი, მათზე ხორციელდება ზეწოლა სწორედ იმის გამო, რომ ტელევიზიას შეექმნას რაღაც პრობლემა.
რომ ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში შეუძლებელია, ასეთი რაღაცები ხდებოდეს, ასეთი ადამიანი ამ ქვეყანაში არ არსებობს, ასეთი გამოცდილება თქვენს ტელევიზიასაც ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს“, -უთხრა ჯაფარიძემ „იბერია ტვ“-ს.
ცნობისთვის, დღეს ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ „იბერიას“ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო. კერძოდ, კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია“, პარალიზებულია. ტელეკომპანიის განცხადებით, ხელისუფლებამ წარმოება მიზანმიმართულად გააჩერა.
„ჩვენ, ჟურნალისტებს გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ხდება საგანგებოდ, რომ აღარ ისმოდეს ჩვენი ეთერიდან კრიტიკული აზრი. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანია, დაიხუროს ტელეკომპანია ,,იბერია“ და ვეღარ მოვახერხოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ,,ომეგა ჯგუფზე“ ხდება ზეწოლა, რათა ხელში ჩაიგდონ „ იბერია““, - წერია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


