კომენტარი
ამ გამზირზე შსს მინისტრი სხვაც მახსოვს, მაგრამ სისხლის რეცხვას აკვირდებოდა - თინა ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება 12-13 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.
"მე არ ვიცი რა იქნება ხვალ და შეძლებს თუ არა ხელისუფლება რაიმე, ხელსახები პოზიტივის შექმნას, მაგრამ ვიცი რომ დღეს შსს მინისტრი იმ ტრიბუნასთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ყოჩაღ მას!
ამ გამზირზე შსს მინისტრი სხვაც მახსოვს, მაგრამ სისხლის რეცხვას აკვირდებოდა. გუშინვე ქალაქის მერს იგივე რომ გაეკეთებინა შესაძლოა, დღევანდელი დაძაბულობა არც ყოფილიყო.
ასევე მადლობა ყველა იმ პოლიციელს ვინც რუსთაველზე იდგა დღეს და გავეშებულ ბრბოს ძალადობის საშუალება არ მისცა. აქაც ყოჩაღ გახარიას! იმედია ხვალ და ზეგაც დავწერ ამგვარ სტატუსს! ხვალიდან კი ბევრი საქმეა საკეთებელი:
1. პარასკევის ამბები გასარკვევი;
2. კიდევ ბევრი მანამდელი პარასკევის;
3. ნარკო პოლიტიკაზე საბოლოო, მყარი პასუხი;
4. ფაშისტური სიმბოლიკით ქალაქში მობოდიალეთა საკითხი და კიდევ ასი ათასი", - წერს ხიდაშელი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


