კომენტარი
ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია ქუტაშვილისა და პავლიაშვილის დაკავებისა და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებებზე - ქეთევან ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არ ფლობს ინფორმაციას ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავების მიზეზებზე, ასევე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებებზე.
„იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი, ჩვენი ორი თანამოქალაქე, რომელიც 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს, თავისუფლები არიან. გადმოვიდნენ ახალგორიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და თავს გრძნობენ ნორმალურად.
რაც შეეხება დაკავების მიზეზებს და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებებს, ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია სამწუხაროდ“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ცნობისათვის, ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი გუშინ დატოვეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.
არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


