კომენტარი
ამ დარბაზში, დიახაც, მე ვხედავ რამდენიმე ჩვეულებრივ კრიმინალს - ნიკა მელია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენ-ტის დარბაზში რამდენიმე კრიმინალი ზის, მათ შორის კრიმინალია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობა-ხიძე.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატი გამოეხმაურა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარე-ბის საკითხს და განაცხადა, რომ ის სრული დარღვევით ჩატარდა.
"მივესალმები ამ დარბაზში რამდენიმე კრიმინალს და არა „ქართული ოცნების“ დეპუტატს. პირდაპირ გეუბნე-ბით, ყველას არ ეხება, მაგრამ ამ დარბაზში, დიახაც, მე ვხედავ რამდენიმე ჩვეულებრივ კრიმინალს; ერთი - ბა-ტონი კობახიძე და მეორე - ბატონი ემზარ მკოიანი. ავხსნი, თუ რატომ, გეყოთ მოთმინება და მომისმინეთ.
აქ, ახლა თქვენმა დეპუტატმა, როდესაც დაიწყო საუბარი და მიესალმა საოცარ განვითარებას, პროგრესს ქვეყა-ნაში და სალომე ზურაბიშვილის არჩევას დაარქვა დემოკრატიული პროცესის წარმოუდგენელი განვითარება, დიახაც, თქვენ სინდისზე არის როგორც მინიმუმ ერთი ადამიანის მკვლელობა ამ არჩევნების პროცესში. ეს ეხება ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს. მეორე, ახალქალაქში განხორციელებულ უმოწყალო თავდასხმას გრიგოლ ვაშაძის შტაბზე, სადაც ოთხი ადამიანი იარაღის ტარებით უმოწყალოდ იყო ნაცემი.
მესამე, დღეს, ვიდრე ასე თავს იწონებთ ვიღაცის წინაშე ჩვენი ქვეყნის მოქალქე სიკვდილს ებრძვის, ონის გაერ-თიანებული შტაბის ხელმძღვანელი. დიახაც, ეს არის სისხლიანი არჩევნები, რომელიც თქვენ ჩაატარეთ.
აღარ ვსაუბრობ გაყალბებაზე, იმ კრიმინალებზე, რომელიც თქვენ წაახალისეთ და ეტაპობრივად, თქვენვე ხდე-ბით მსხვერპლნი. ალბათ, თვალ-ყურს ადევნებთ, იარაღიდან ისვრიან ყოველდღიურ რეჟიმში დედაქალაქში. იმიტომ, რომ ამ ხალხთან ვალში ხართ. არ გეგონოთ, რომ ხართ გამარჯვებულები, ეს იყო უპრეცედენტო, მას-შტაბური ძალადობა, რომელიც თქვენმა გუნდა განახორციელა და თქვენ, ბატონო კობახიძე ხართ დამნაშავეე-ბის მფარველი.
როდესაც დამნაშავე ემზელ მკოიანს აცხადებთ გმირად, დიახაც, თქვენ ხართ ასევე დამნაშავე, მათ შორის, მარ-თლმსაჯულების წესითაც. ვინაიდან კანონის თანახმად, დანაშაულის მფარველიც დამნაშავეა. არ გაქვთ არანა-ირი მორალური უფლება ისაუბროთ იმ რიგით, როგორც ახლა საუბრობთ“, - განაცხადა მელიამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


