კომენტარი
ამ არჩევნებზე საკუთარ მოვალეობებს ყველაზე უკეთ თავი ცესკომ გაართვა - ზვიად აბაშიძე
ანალიტიკოს ზვიად აბაშიძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციური ძალებისთვის ეს არჩევნები მომდევნო სააპარლამენტო არჩევნებში წარმატების მიღწევის გენერალურ რეპეტიციად იქცა, ხოლო მმართველი გუნდისთვის, საკუთარი ლეგიტიმურობის დამტკიცების ერთგვარ ტესტად. აბაშიძის თქმით, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ამგვარი მძაფრი კონკურენცია მისასალმებელია, თუმცა სამწუხაროა, როცა საარჩევნო კამპანია მონაწილე სუბიექტების მხრიდან აგრესიისა და ერთმანეთის შეურაცხყოფების ფონზე მიმდინარეობს.
„არაერთმა უცხოელმა დამკვირვებელმა და დიპლომატმა აღნიშნა მხარეების მხრიდან გამოვლენილი პიროვნული შეურაცხყოფებისა და კამპანიის ამ ფონზე ჩატარების ტენდენციის შესახებ. უნდა ითქვას, რომ ყველაზე დიდი აგრესია სალომე ზურაბიშვილის მიმართ არის მიმართული. ამ მხრივ ვითარება არც მეორე ტურის წინ შეცვლილა. ამ ყველაფერს კი, საარჩევო კამპანიების ჩატარების რუსული ტრადიციის სუნი ასდის, რაც მოწინააღმდეგე კანდიდატის სრულ პიროვნულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. შესაბამისად, ჩვენს საარჩევნო კამპანიებში, 90-იანი წლების მსგავსად, პიარის რუსული სკოლის წარმომადგენლების ჩარევა კარგს არაფერს მოგვიტანს“ - განაცხადა ზვიად აბაშიძემ.
ანალიტიკოსის თქმით, ამგვარად პოლარიზებული არჩევნების ფონზე, საკუთარ მოვალეობებს თავი ყველაზე უკეთ ცეესკომ გაართვა და ხარვეზების მიუხედავად, არჩვენების დემოკრატიულად ჩატარება მოახერხა. აბაშიძის თქმით, ცეესკო იყო ნეიტრალური და დაინტერესებული მხარის იმიჯი არ შეუქმნია, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი დემოკრატიისთვის.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


