მსოფლიო
ალტერნატივის სახით აფხაზეთის რკინიგზის გახსნას არ განვიხილავდით - სომხეთის პრემიერ-მინისტრი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა კვლავ დაადასტურა, რომ საქართველოში ვიზიტის დროს ზემო ლარსის ალტერნატივის საკითხი განიხილებოდა.
ამის შესახებ კარაპეტიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, - წერს სომხური მედია.
მისი თქმით, ლარსის ალტერნატივის სახით, ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნა არ იგულისხმება.
„ჩვენ ალტერნატივის სახით, აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნას არ განვიხილავდით, მაგრამ სხვა ალტერნატიული ვარიანტები განვიხილეთ. ვფიქრობ, ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამჟამად კი მოლაპარაკებების სტადიაში ვიმყოფებით“,-განაცხადა კარაპეტიანმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, საქართველოში ორდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ, სომხეთის პრემიერმა, ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან ზემო ლარსის ალტერნატიული გზის შესახებ შეუთანხმდა.
აღნიშულმა განცხადებამ ქართულ საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია.
ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ საუბარია აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნაზე, თუმცა მინისტრთა კაბინეტის წევრები აღნიშნავდნენ, რომ საუბარი ამ მიმართულებით არც გამართულა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


