მსოფლიო
ალექსეი ნავალნის სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა
მოსკოვის ტვერის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს ალექსეი ნავალნის, არასამქცირებული მიტინგის ორგანიზებისთვის, 20 ათასი რუსული რუბლის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
ამის შესახებ ნავალნის პრეს-მდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა.
„ჩვენ მივმართეთ მოსკოვის მთავრობას აქციის შესათანხმებლად. კანონის შესაბამისად, ჩვენთვის სამი დღის განმავლობაში პასუხი უნდა გაეცათ ან შემოეთავაზებინათ ალტერნატიული ადგილი, მაგრამ ეს არ მომხდარა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვენ გვქონდა უფლება აქცია იმ ადგილას ჩაგვეტარებინა, რომელიც თავდაპირველად მოვითხოვეთ“, - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ სასამართლო სხდომაზე.
გუშინ, რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, კორუფციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.
თუმცა, ყველა ქალაქში სამართალდამცველებმა მიტინგი დაშალეს და მისი მონაწილეები დააკავეს.
მოსკოვში აქციის 900-მდე აქტივისტი იქნა დააკავბული, მათ შორის მიტინგის ორგანიზატორი ალექსეი ნავალნი.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


