კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა ,,ახალი საქართველოს’’ მოთხოვნას ,,აბსოლუტურ სისულელედ’’ აფასებს
ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა ,,ახალი საქართველოს’’ მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საჯარო უწყებებში შიდა აუდიტის სამსახურები უნდა გაუქმდეს.
ჯეჯელავა აღნიშნულ ინიციატივას ,,აბსოლუტურ სისულელედ’’ აფასებს და შიდა აუდიტის სამსახურების სარგებელზე ამახვილებს ყურადღებას.
,,ეს არის აბსოლუტური სისულელე, რადგანაც ეს ხალხი არ თვლის, თუ რამდენიმე დაზოგეს აუდიტის სამსახურებმა. შესყიდვების შემოწმებაც აუდიტის სამსახურს ეხება.
მენეჯმენტში ოდნავ მაინც თუ ერკვევა ვინმე, ასეთ წინადადებას არ წამოაყენებს’’, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ცნობისათვის, „ახალი საქართველოს“ ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები, სამინისტროებსა და მერიაში შიდა აუდიტის სამსახურების გაუქმებას ითხოვენ. მათი განცხადებით, აუდიტისთვის გამოყოფილი მილიონობით დაფინანსება უშედეგოა და სამსახურები არაეფექტიანად მუშაობენ.
,,ახალი საქართველოს’’ ინფორმაციით, შიდა აუდიტის სამსახურისთვის გაცემული პრემია-დანამატის თვალსაზრისით, დედაქალაქის მერია ლიდერობს. მომდევნო კი, მათივე ცნობით, განათლების სამინისტროა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


