კომენტარი
ალეკოსთან, ელენესთან, ზალიკოსთან, გიორგი ვაშაძესთან - ყველასთან, მზად ვარ თანამშრომლობისთვის - კახა კალაძე
ყველა ადამიანს, ვისაც ექნება ხედვა, კონკრეტული პროექტი, რაც ღირებული და მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, ჩვენ მის განხორციელებაში დავეხმარებით, - განაცხადა თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ და აღნიშნულით უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა ყოფილ ოპონენტებთან, მათ შორის გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობას.
კალაძემ აღნიშნა, რომ ის ყველასთან მზადაა თანამშრომლობისთვის.
"ნუ გამოვყოფთ ასე კანდიდატებს. ალეკოსთან, ელენესთან, ზალიკოსთან, გიორგი ვაშაძესთან - ყველასთან, ვისაც აქვს ღირებული ხედვა ამ ქალაქთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, მზად ვარ თანამშრომლობისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ქალაქი არ არის მარტო ჩემი ან "ქართული ოცნების", არამედ ეს არის თითოეული ჩვენგანის და შესაბამისად, ყველა ადამიანს, ვისაც ექნება ხედვა, კონკრეტული პროექტი, რაც ღირებული და მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, ჩვენ მის განხორციელებაში დავეხმარებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საარჩევნო პროგრამაში გაწერილი იყო ძალიან ბევრი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც განხორციელდება მომავალი წლების განმავლობაში, თუ არიან კიდევ ადამიანები და მათ აქვთ კონკრეტული ხედვები, მზად ვართ განვიხილოთ და შემდეგ მოხდეს მათი განხორციელება", - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, იცნობს თუ არა კონკრეტულად გიორგი ვაშაძის პროგრამას, კახა კალაძის განცხადებით, ის წინასაარჩევნოდ კანდიდატების პროგრამის გაცნობით არ იყო დაკავებული.
"მე მქონდა ჩემი საარჩევნო პროგრამა, რომელზეც 4 თვის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ურბანისტები, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ჩვენს საარჩევნო პროგრამაში არის წარმოდგენილი არსებული პრობლემების მოგვარების კონკრეტული ხედვები და პროექტები", - განაცხადა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


