კომენტარი
ალეკო ელისაშვილი ბიძინა ივანიშვილზე: ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაზე უნდა საბაგიროს ბოძის დადგმა
ამ კაცს ჰგონია, რომ ეს არის მისი ყანა და ქართული ოცნება რა თქმა უნდა კვერს უკრავს, - ამბობს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპატატი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც თბილისის საკრებულოს დღევანდელ ხმაურიან სხდომას თავადაც ესწრებოდა.
,,ეს არის ივანიშვილის მტაცებლობა ქალაქის მიმართ. ერთი, რომ ყოველგვარი გეოლოგიური დასკვნის გარეშე, ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე უნდა თავისი სასტუმროსთვის პარკინგის აშენება, თან არანაირი გეოლოგიური დასკვნა არ აქვს. მეორე, ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაზე უნდა საბაგიროს ბოძის დადგმა, არადა ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სოფელში, რომ მეზობლები ღობის გადაწევაში ეჯიბრებიან ხოლმე, ზუსტად ის არის. ამ კაცს ჰგონია, რომ ეს არის მისი ყანა და ,,ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, კვერს უკრავს", - აცხადებს ელისაშვილი.
სხდომაზე პუშკინის სკვერის ქვეშ ადგილის გადაცემის საკითხზე მსჯელობენ, სადაც მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა. დღესვე განიხილება ბოტანიკური ბაღის ერთ ჰექტრამდე ფართობის კერძო პირისთვის გადაცემის საკითხი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


