კომენტარი
ალბათ დაძიძგნიან და მორიგ ჯერზე მელიას შეუწყვეტენ უფლებამოსილებას - გიგი უგულავა
ყველაზე კარგი სანახავი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის 92 „პატიოსანი გვამი", რომელიც მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას თავიდან მიიღებს, - ასე აფასებს „ევროპული-საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას განაჩენს.
„ჩვენ ვნახეთ ერთხელ ის სამარცხვინო სცენა, რაც უმრავლესობამ ჩაატარა მელიასთან დაკავშირებით, შეუწყვიტეს სხვა საქმეზე და პირდაპირ ციხეში გაუშვეს. ახლაც ასე იქნება როგორც ჩანს, პარლამენტიდან გაძევება უნდათ და ეს პირანიები, უმრავლესობა პირანიებად არის ჩამოყალიბებული, ალბათ დაძიძგნიან და მორიგ ჯერზე მელიას შეუწყვეტენ უფლებამოსილებას. ეს არის მათი სტილი, ბრეჟნევივით მარტო თავისთავთან ატარონ სხდომები, გარედან დისკომფორტი არ მოსწონთ. მაგრამ რაც არ უნდა ჩაიკეტონ, ფანჯრები დაგმანონ, გარეთ ხალხია და ხალხი ყოველთვის გააგონებთ ხმას.
მე ველოდებოდი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნებოდა, რამდენად გაქაჩავდა პატიმრობას, ამაზე იყო საქმე. სასამართლომ მიიღო შუალედური გადაწყვეტილება. ახლა ყველაზე კარგი სანახავი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის 92 „პატიოსანი გვამი“, რომელიც მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას თავიდან მიიღებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ნიკა მელიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. 332-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, რაც სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, მელია დამნაშავედ იქნა ცნობილი და 25 000 ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა, ხოლო 205-ე მუხლში კი გამართლდა. (ქონების დამალვა მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით).
რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, ადეიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას სასჯელის სახით ხუთი წელი და სამი თვე მიესაჯა.
ამასთან, ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლით და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


