კომენტარი
ახლა რომ სექტემბრის ბოლო იყოს, როგორ ეყვარებოდა „ქართულ ოცნებას“ ხალხი - ალეკო ელისაშვილი
ახლა რომ სექტემბრის ბოლო იყოს, როგორ ეყვარებოდა „ქართულ ოცნებას“ ხალხი, იმიტომ რომ თითოეულ ამომრჩეველში თითო შემოხაზულ „41“-ს დაინახავდა, - განაცხადა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისთვის 3 ათას ლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარების გაცემის საკითხის კომენტირებისას.
მისი თქმით, 5 ათასი ლარი არის ის მინიმუმი, რომელზე ნაკლები თანხა ხანძრის შედეგად დაზარალებულებზე არ უნდა გაიცეს.
„ამ ხალხს ამდენი წვალება არ უნდა სჭირდებოდეს. ყინვაში გათენებული ღამეების შედეგად გამოგლიჯეს 3 ათასი ლარის დაპირება. ვაჭრობა თანხის ოდენობაზე - მათი აბუჩად აგდებაა. ახლა რომ სექტემბრის ბოლო იყოს, როგორ ეყვარებოდა „ქართულ ოცნებას“ ხალხი, იმიტომ რომ თითოეულ ამომრჩეველში თოთო შემოხაზულ „41“-ს დაინახავდა. ასეთი მიდგომა შეურაცხმყოფელია - არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, რომ ხალხი არ გაინტერესებს და არჩევნების მოახლოვებისას, გულაფეთქებული ხარ ხალხის სიყვარულით. ამდენ ხანს არ უნდა ვალაპარაკებდეთ ამ ადამიანებს“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


