კომენტარი
ახლა გვთავაზობენ პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას, რაც არის ღიმილის მომგვრელი და სასაცილო - ირაკლი კობახიძე ,,ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებულ ვიდეოჩანაწერებზე
ჩანაწერებზე საუბარი და მსჯელობა აღარ არის აქტუალური - აცხადებს ირაკლი კობახიძე ,,ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერების კომენტირებისას და ამბობს, რომ სპექტაკლი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" „რუსთავი 2"-ის მეშვეობით შემოგვთავაზა, ჩავარდა.
„ჯერ ჩავარდა პირველი სპექტაკლი, მერე მეორე და ახლა გვთავაზობენ პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას, რაც არის ღიმილის მომგვრელი და სასაცილო. ჩვენ არც გვქონია საუბარი ავთენტურობაზე, საუბარი გვქონდა შინაარსზე, რომელიც ამ ჩანაწერებში გვესმის. შინაარსი არის აბსოლუტურად კომიკური",- აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს „რუსთავი 2“-მა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით 2 ახალი ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.
ორივე მათგანში სპორტის ყოფილი მინისტრი ზაზა ოქუაშვილს და "ომეგას" სხვა მენეჯერებს ესაუბრება.
პირველ ჩანაწერში ლევან ყიფიანი სარდაფის ინციდენტს იხსენებს და დეტალურად ჰყვება, როგორ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება მასსა და ფარცხალაძეს შორის, რომელიც მოგვიანებით უკვე მის მიმართ მუქარითა და ძალადობით დასრულდა. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, კონფლიქტის გარჩევა თავის თავზე ბიძინა ივანიშვილმა აიღო.
მეორე ჩანაწერიდან კი ირკვევა, რომ ფარცხალაძე-ყიფიანის კონფლიქტის მოგვარებაში ივანიშვილთან ერთად სხვა გავლენიანი პირებიც იყვნენ ჩართული. კერძოდ შერიგების მოლაპარაკებებში უშუალოდ მონაწილეობდნენ მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრია, ასევე დავით მაღრაძე და ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე "ზარალა".
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


