უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

12 ივნისი, 2025 14:37
font-size

ახლა ამ სასამართლო პროცესზე რომ მივალ მარიამ ლაშხი, რომელიც მგონია, რომ მონაა, ვიფიქრებ, რომ აღარ არის მონა? - ვიკა ბუკია

თუ ნახავთ ვიდეოს, სადაც ვინანიებ და ბოდიშს ვუხდი მარიამ ლაშხს, ე.ი. გატაცებული ვარ ვაკის საცურაო აუზიდან - ამის შესახებ სასამართლოში მისულმა ტელეწამყვანმა, ვიკა ბუკიამ "ტვ პირველთან" განაცხადა.

ბუკია ამბობს, რომ მონანიებას არ აპირებს და არც სასამართლო სხდომის შემდეგ იფიქრებს, რომ "ოცნების" წევრი მარიამ ლაშხი "მონა არ არის".

  • ცნობისთვის, სწორედ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აღიძრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ვიკა ბუკიას წინააღმდეგ.

“მაყურებელს მივმართავ, თუ ნახავთ ჩემს "ფეისბუქ" გვერდზე, რომ რამე ვიდეოს ვწერ, სადაც ვინანიებ და ბოდიშს ვუხდი მარიამ ლაშხს, ესეიგი გატაცებული ვარ ვაკის საცურაო აუზიდან, ასე ჩათვალეთ. რა თქმა უნდა ვხუმრობ და არანაირ მონანიებას არ ვაპირებ და საერთოდ ვერ ვხვდები ამ პროცესის მიზანი რა არის. ახლა ამ სასამართლო პროცესზე რომ მივალ მარიამ ლაშხი, რომელიც მგონია, რომ მონაა, ვიფიქრებ, რომ აღარ არის მონა?

არ შევიკავებ თავს, ეს არის ჩემი სუბიექტური მოსაზრება. მარიამ ლაშხსაც შეუძლია მიწოდოს ნებისმიერი რამ. მე არ ვიცი რატომ აქვს მას მაინც და მაინც დიდი სურვილი და რატომ წყინს ასე, რომ მას მონას უწოდებენ. საერთოდ რატომ აინტერესებს, მე მას მონას ვუწოდებ, ბრიტანეთის დედოფალს თუ მის საქართველოს, რატომ არის ამით დაკავებული არ ვიცი, მართლა ვერ ვხვდები. საერთოდ, ეს პროცესი არაფერს არ შეცვლის. ადამიანს თუ აქვს აღქმა მეორეს მიმართ და მიიჩნევს, რომ არის სამშობლოს მოღალატე, მონა და ., ეს პროცესი არ შეცვლის ამ დამოკიდებულებას და ვერ ვხვდები ამ პროცესის აზრი რა არის", - ამბობს ვიკა ბუკია.

დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტი დაიბარეს. ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

ამ სარჩელებს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კირცხალიას 6 ივნისს გაკეთებული განცხადება, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“.

ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო ედავებიან 173-ე16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი