კომენტარი
ახალი სქემით, ,,ქართული ოცნება“ შეძლებს გაიყვანოს თითო ადამიანი, შეუქმნას მას ფრაქცია და პარლამენტში შექმნას მრავალპარტიული გარემოს იმიტაცია - თამარ კეკენაძე
ის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პარტია, რომელიც არჩევნებში 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, შესაძლოა კვალიფიციური სუბიექტი გახდეს და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება არის ,,ქართული ოცნების“ მხრიდან ერთ ადამიანზე კანონის მორგების მცდელობა და სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ფლანგვა, - აცხადებს ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თამარ კეკენაძე.
მისი თქმით, ეს თემა, ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაიწყო, როდესაც ბატონ ნოზაძეს კანონის დარღვევით შეუქმნეს ფრაქცია, რადგან მრეწველების პარტიას 3% ბარიერი არ ჰქონდა გადალახული.
,,ახლა, როდესაც ამ პარტიას შეუწყდა საბიუჯეტო დაფინანსება, რადგან პარტიამ კიდევ ერთხელ ვერ მოიპვა 3% მხარდაჭერა, ,,ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა უკვე კანონი მოარგოს მისი ინტერესების გამტარებელ პარტიას.
თუ ეს ცვლილება შევიდა, რა თქმა უნდა ეს უკვე შემდგომში დიდი ალბათობით გამოყენებული იქნება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან სავაჭროდ.
ამ ახალი სქემით, ქართული ოცნება შეძლებს გაიყვანოს თითო ადამიანი, შეუქმნას მას ფრაქცია და პარლამენტში შექმნას მრავალპარტიული გარემოს იმიტაცია.
საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ,,ქართულ ოცნებას“ უკვე დიდი ხანია სახელმწიფო ბიუჯეტი საკუთარი პირადი ფონდი ჰგონია და აგრძელებს მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადების პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას“, - აცხადებს თამარ კეკენაძე.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


