კომენტარი
„ახალი სპეციალობა გაჩნდა მედიცინაში და ახალი დარგი ექსპერტიზაში: „პოლიციელ“ დგებუაძეს სილისგან გამოწვეული ტკივილის ნიშნების აღმოჩენა და შესწავლა - სალომე ზურაბიშვილი
მზია ამაღლობელის პროცესზე დღეს დაცვის მხარის მოწმე, ქირურგი-იმპლანტოლოგი, თათია ანდღულაძე დაიკითხა. მან სილის გაწვნის შემდეგ ირაკლი დგებუაძის რეაქცია გააანალიზა. თათია ანდღულაძემ თქვა, რომ დგებუაძეს არ აღენიშნებოდა ტკივილის ფიზიოლოგიური რეფლექსები, რაც შესაძლოა გამოხატულიყო მიმიკით ან მოძრაობით.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ახალი სპეციალობა გაჩნდა მედიცინაში და ახალი დარგი ექსპერტიზაში: „პოლიციელ“ დგებუაძეს სილისგან გამოწვეული ტკივილის ნიშნების აღმოჩენა და შესწავლა.
საკუთარი ოჯახის და გვარის სირცხვილის გარდა, თავისი უღირსი საქციელით დგებუაძე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას, რომლის დღე აღინიშნება ხვალ!
შემთხვევითობად ვერ მივიჩნევთ იმას, რომ მზიას კიდევ ერთი სამარცხვინო სასამართლო სწორედ დღეს ტარდება! დამთხვევა არაა ეს, პირიქით ემსახურება პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას, დისკრედიტაციასა და მის სრულ დემორალიზაციას. ესე იგი სახელმწიფოებრიობის დაშლის კიდევ ერთი ნაბიჯი!
გომელაურის „წასვლა“ ისე, რომ მას საკუთარი უწყების თანამშრომლებისათვის მადლობის გამოცხადებაც არ აცალეს, გვაჩვენებს რაოდენ დაძაბულობასა და დაპირისპირებას აქვს ადგილი მმართველ „გუნდში“ და როგორ არ ადარდებთ ავტორიტეტის დასუსტება… გარდა ერთისა!
მგონი, დროა, პოლიციელებმა ფიქრი დაიწყონ საკუთარ ღირსებისა და პროფესიონალიზმის გადარჩენა/შენარჩუნებაზე!
პოლიციის დღეზე, მე პირადად მინდა გულწრფელად გისურვოთ, რომ დაიბრუნოთ საზოგადოებისა და ცალკეულ მოქალაქეს ნდობა და სიყვარული, რითაც თქვენი პროფესია გამოირჩევა და ფასობს.
მაშინ შეძლებთ ხელახლა ამაყად გაიძახოთ: „ვემსახურები საქართველოს“, -წერს ზურაბიშვილი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


