მსოფლიო
ახალი რევოლუციის მოწყობის არანაირი სურვილი არ მაქვს - მიხიელ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ მხარდამჭერებს აგროვებს უმაღლეს რადასადმი და უკრაინის პრეზიდენტისადმი მოთხოვნების წარსადგენად. გამოცემა GordonUA-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სააკაშვილმა ქალაქ ვინიცაში გამართულ მიტინგზე თქვა.
„მთელ უკრაინაში ვიმოგზაურებთ და შევაგროვებთ მოთხოვნებს. შემდგომ ეს მოთხოვნები გადაეცემა უმაღლეს რადასა და უმაღლეს „ბარიგას“,- თქვა სააკაშვილმა.
„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა მოთხოვნების შესრულების „რევოლუციური“ სცენარი გამორიცხა.
„მე კი ვარ ძველი რევოლუციონერი, მაგრამ ახალი რევოლუციის ორგანიზების არანაირი სურვილი არ მაქვს“,- განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს 20 საათზე ოდესის ყოფილი გუბერნატორი თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შეგინი გადაკვეთა.
12 სექტემბერს ლვოვში, სასტუმრო ლეოპოლისის წინ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა პროტოკოლს უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ. მისი საქმის სასამართლო განხილვა 18 სექტემბერს გაიმართება.
გამოძიება სააკაშვილის საქმეზე 5 მუხლითაა აღძრული, მათ შორის ხულიგნობაზეც.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


