კომენტარი
ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესი იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი - მიხეილ ჩხენკელი
განათლების მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და იქნება მისი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი.
ამის შესახებ ჩხენკელმა მედიას, მთავრობის ადმინსიტრაციაში გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და მინდა გითხრათ, რომ მთელ ჩემს ცოდნას, გამოცდილებას, ენერგიას მოვახმარ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ჰქვია განათლებისა და მეცნიერების ხარისხის განვითარება საქართველოში.
გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და კონკრეტულად ვისაუბრეთ საკითხზე, რომ მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლებასა და განათლებაზე ზრუნვას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი პოზიცია. მთავარი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან არის ის, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, კარგი თაობა მოდის და მათ სჭირდებათ ხელშეწყობა. ყველა იმ პირობის შექმნა, რომ პოტენციალი, რომელიც მათ გააჩნიათ, მოხდეს ამ პოტენციალის რეალიზაცია. ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ის თემატიკა, რომელსაც სჭირდება სერიოზული, კომპლექსური და ფუნდამენტური მიდგომა.
ზოგადად, ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და იქნება ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი“,-აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


