კომენტარი
აიტექნიკის დამფუძნებლებთან ნათესაური კავშირი მაკავშირებს, თუმცა ამას გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია - ვალერიან ცერცვაძე
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე კომპანია აიტექნიკის დამფუძნებლებთან ნათესაურ კავშირს ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ კავშირს აიფონ+ დავაზე გავლენა არ მოუხდენია.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მიმდინარე კამპანია არა სიმართლის დადგენისკენ, არამედ მოსამართლეებზე ზეწოლის მოხდენისკენ არის მიმართული, რათა სასურველი გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
„ჩვენ გვესმის მხოლოდ და მხოლოდ იმის მტკიცებულებები აიფონ+ მხრიდან, რომ ჩემი ნათესაური კავშირი არსებობს ამ აიტექნიკის დამფუძნებლებთან. ეს, რა თქმა უნდა სიმართლეა, მაგრამ არც ერთი არგუმენტი დღემდე არავის არ წარმოუდგენია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია ზეგავლენის შედეგად და ეს სასამართლო გადაწყვეტილება არის უკანონო. პირიქით, არც ერთი თავმოყვარე იურისტი ვერ იტყვის, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არის უკანონო. ყველა ამას ადასტურებს. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის გამოიყენება უზრუნველყოფის ღონისძიება და ეს გადაწყვეტილება არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან . მათ შორის უცხოურ გამოცდილებასთან“,-განაცხადა ცერცვაძემ
მისი თქმით, იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება, რადგან საბჭოში მის წინააღმდეგ განცხადებაა შესული.
„მე ველოდები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას. დიდი სიამოვნებით დაველოდები, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი კიდევ ერთხელ, რომ ეს ყველაფერი არის მიმართული არა სიმართლის დადგენისკენ, არამედ მოსამართლეებზე ზეწოლის ზეგავლენის მოხდენისთვის, რადგან სასურველი გადაწყვეტილება იქნას მიღებული“,-აღნიშნა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


