უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

3 დეკემბერი, 2025 14:28
font-size

აირივნენ აშკარად, მძიმე კვირა აქვთ....გამოაქვეყნეთ ფაქტები თუ გაქვთ სიმართლე იმისგან განსხვავებული, ვიდრე BBC-ის მასალა და მორჩება ეს საუბარი - თინა ხიდაშელი

BBC-ზე „ფეიკის“ უარგუმენტო ძახილი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მატყუარა მოძალადე ხარ, სათქმელი არაფერი გაქვს და შენი ერთადერთი იარაღი შეურაცხყოფის მიყენებაა - თუ BBC-ის მასალისგან განსხვავებული სიმართლე გაქვთ, ფაქტები გამოაქვეყნეთ! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი წერს.

“როდესაც ამხელა მედიასაშუალება ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმს გიძღვნის, უბრალოდ fake news-ი იძახო, საკუთარი ქვეყნის და ხალხის შეურაცხყოფაა.

მინიმუმ აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი უნდა იყო ამგვარი ძახილისთვის.

სინამდვილეში საკუთარი ხალხის და ქვეყნის პატივისმცემელი, მართალი ხელისუფალი ფაქტებს გამოაქვეყნებდა თუკი ასეთი სიმართლე აქვს. ამ სიმართლის დამტკიცება ძალიან ადვილია დოკუმენტებით. ბევრი მედია საშუალება მოინახება მსოფლიოში, რომელიც მათ გამომზეურებას საკუთარ ეთერს სიამოვნებით დაუთმობს.

BBC-ზე ფეიკის უარგუმენტო ძახილი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ უბრალოდ მატყუარა მოძალადე ხარ, სათქმელი არაფერი გაქვს და შენი ერთადერთი იარაღი შეურაცხყოფის მიყენებაა. ზუსტად ისე იქცევა მრავალმილიონიანი აუდიტორიის მქონე BBC-ის მიმართ ქოცობა, როგორც მაგალითად ჩემს მიმართ. არადა მე 31 ათასი გამომწერი მყავს, BBC-ის მთელ მსოფლიოში მრავალი მილიონი. არც ჩვენს ფაქტებით დადასტურებულ ანგარიშებზე აქვთ პასუხები და მოღალატე-აგენტი გაუდით მხოლოდ, არც BBC-ის დოკუმენტურ ფილმზე და fake news-ს ყვირიან მხოლოდ.

ამასობაში, მათივე ყოფილი მინისტრი ადასტურებს, მოქმედი მინისტრი უარყოფს, ყოფილის და მოქმედის საერთო მოადგილემ მრავალგზის დაადასტურა ....

აირივნენ აშკარად, მძიმე კვირა აქვთ....

გამოაქვეყნეთ ფაქტები თუ გაქვთ სიმართლე იმისგან განსხვავებული, ვიდრე BBC-ის მასალა და მორჩება ეს საუბარი.

ფაქტები და მტკიცებულებები უაზრო, უარგუმენტო შეურაცხყოფის ნაცვლად“, - წერს თინა ხიდაშელი.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი