უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

27 ნოემბერი, 2017 13:10
font-size

აჰმეტ ჩატაევთან დაკავშირებით ოპოზიციის უსინდისო და ზღვარგადასულ ბრალდებებს არ მივიღებთ - ეკა ბესელია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აჰმეტ ჩატაევთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებას პასუხობს.

ოპოზიცია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, იმის შესახებ რომ 22 ნოემბერს ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, ჩეჩენი მებრძოლი, აჰმეტ ჩატაევი იქნა ლიკვიდირებული.

ოპოზიცია ხელისუფლებას ბრალს სდებს იმაში, რომ მან ჩატაევი საქართველოს საპატიმროდან 2012 წელს გაათავისუფლა, ასევე კითხვას სვამს თუ როგორ მოახერხა „ისლამური სახელწმიფოს“ რიგებში წასულმა ჩატაევმა საქართველოში დაბრუნება.

ეკა ბესელიას თქმით, მმართველი გუნდი ამგვარ „უსინდისო და ზღვარგადასულ ბრალდებებს ვერ მიიღებს“.

„ასეთ უსინდისო განცხადებებს, ასეთ ზღვარგადასულ ბრალდებებს არ მივიღებთ არავისგან და განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც თვითონ აწყობდნენ ტერაქტებს საკუთარ ქვეყანაში. უამრავი ფაქტი შემიძლია გავიხსენო მათ მიერ დაგეგმილი ხელოვნური ტერაქტების, რომელსაც ეწირებოდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ამიტომ, ამ თემაზე ნურავინ ნუ გაბედავს, რომ თავს უფლება მისცეს და ილაპარაკოს თითის გაშვერით ჩვენსკენ, მაშინ როდესაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მიერ დატოვებული უმძიმესი მემკვიდრეობა საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავზე არ იგემონ“,-აღნიშნა ბესელიამ.

კითხვაზე, თავის დროზე უნდა თუ არა გათავისუფლებულიყო ჩატაევი საპატიმროდან, იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იმ ბრალს იხსენებს, რომელიც ჩატაევს ქონდა წაყენებული.

„კითხვა დაიწყეთ იქიდან, თუ რა ბრალდება წაუყენა მას წინა ხელისუფლებამ და ის ბრალდება უნდა თუ არა ყოფილიყო დადასტურებული. ბრალდება იყო- საბრძოლო მასალის შენახვა, რაც ნაკლებად მძიმე დანაშაულია, როგორც მე ვიცი. ამოიღეთ ის მასალები, ნახეთ თუ რა საქმე გააგზავნეს სასამართლოში. და დღეს რომ ბევრს ლაპარაკობენ, რომ თითქოს ის გათავისუფლდა პარლამენტის მიერ არის აბსოლუტური სიცრუე და ტყუილი“,-აღნიშნა ბესელიამ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი