მსოფლიო
აღნიშნული იერიში აჩვენებს, რომ სირიის რეჟიმი რუსეთთან და ირანთან ერთად ვეღარ გააგრძელებს ამ ადამიანურ ტრაგედიას - დონალდ ტუსკი
კოალიციური ძალების მიერ სირიაში განხორციელებულ იერიშს მხარი დაუჭირა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა. მისი თქმით, ეს ერთგვარი მინიშნებაა ბაშარ ალ-ასადისთვის და მისი რუსი და ირანელი მოკავშირეებისთვის.
„აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ განხორციელებული იერიშები ნათლად აჩვენებს, რომ სირიის რეჟიმი რუსეთთან და ირანთან ერთად ვეღარ გააგრძელებს ამ ადამიანურ ტრაგედიას. ევროკავშირი მის მოკავშირეებთან ერთად სამართლიანობის მხარეს იქნება“, - განაცხადა ტუსკმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაზე იერიშის მიტანის ბრძანება გასცა. დღეს გამთენიისას კოალიციურმა ძალებმა, რომლებშიც შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს. მათი განმარტებით, ესაა პასუხი 7 აპრილს, ქალაქ დუმაზე განხორციელებულ იერიშზე, სადაც სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


