კომენტარი
აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხი არ განიხილება - ქეთევან ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
როგორც ციხელაშვილმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა, საკითხზე ცალსახა განმარტებები გაკეთდა.
„ეს საკითხი არ განიხილება. არ დგას დღის წესრიგში. ამ დღეების განმავლობაში ბევრი ინტერპრეტაცია მიეცა, გაუგებარი მიზეზებით. ვფიქრობ, ცალსახა განმარტებები გაკეთდა იმ საკითხებზე, რაც განიხილებოდა. რკინიგზის საკითხზე მოლაპარაკებები არც ყოფილა და არც მიმდინარეობს“,- აღნიშნა ციხელაშვილმა.
საკითხმა მძაფრი აქტუალურობა მას შემდეგ გამოიწვია, რაც გასულ კვირას საქართველოში ვიზიტად მყოფმა სომხეთს პრემიერ-მინისტრმა სომხურ მედიას განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმდა იმაზე, რომ ლარსის ალტერნატივა იქნება, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ფრჩხილებს არ ხსნის.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


