კომენტარი
აფგან მუხთარლის საქმის შესახებ რეზოლუცია ეხება როგორც აზერბაიჯანს, ასევე საქართველოს - ლეილა მუსტაფაევა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა ცოტა ხნის წინ, ბრიუსელიდან საქართველოში დაბრუნდა.
ლეილა მუსტაფაევა რიგაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა, სადაც მისი მეუღლის საკითხი განიხილეს.
როგორც მუსტაფაევამ აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, მას სურდა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია სახელწოდებით „აფგან მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში პრესის მდგომარეობა“ ივლისის ნაცვლად ივნისში გამოქვეყნებულიყო და მან ამას მიაღწია.
ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, რომ მისი მეუღლის საქმე საქართველოსთვის დიდი გამოცდა იქნება.
,,სტრასბურგში ყოფნის დროს შევხვდი ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მათ მივაწოდე ინფორმაცია მომხდარზე, დეტალურად ავუხსენი ევროპარლამენტარებს იმ ვითარების შესახებ, რაც დღეს აზერბაიჯანშია. ჩემთვის ცნობილია, რომ ევროპარლამენტი მიღებულ რეზოლუციას აგვისტოში გამოაქვეყნებს, მანამ, სანამ კომისარი ჰანი აზერბაიჯანს ეწვევა.
რეზოლუცია არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. ის ეხება, როგორც აზერბაიჯანს, ასევე საქართველოს. არ ველი, რომ მას რაიმე გამოხმაურება მოყვება აზერბაიჯანის მხრიდან, თუმცა იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოძიების მსვლელობის დროს რეზოლუციას ყურადღებით მოეკიდება.
მოხარული ვარ, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო საქმის გამოძიება, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები სისრულეში არ მოსულა’’, - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


