კომენტარი
აფგან მუხთარლის განცხადებები სამწუხაროდ, გარკვეულ ეჭვებს ბადებს - ირაკლი კობახიძე
ეს განცხადებები არის ძალიან სამწუხარო და სამწუხაროდ, ეს განცხადებები გარკვეულ ეჭვებს ბადებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აფგან მუხთარლის განცხადების კომენტირებისას.
მისი თქმით, პარლამენტი ამ მიმართულებით ზედამხედველობას ახორციელებს.
"ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგებს და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამ საქმეს მოეფინება საბოლოოდ ნათელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი განმარტებით, აშშ-ში ვიზიტისას, ერთ-ერთ შეხვედრაზე აფგან მუხთარლის საქმეზე მას საუბარი ჰქონდა.
,,ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს საქმის გამოძიება, როგორ არის ამ ყველაფერში ჩართული პარლამენტი და ჩვენ იქაც გამოვთქვით იმედი, რომ საბოლოო ჯამში ეს გამოძიება წარმატებით დასრულდება", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ცნობისათვის, აფგან მუხთარლი თავის გატაცებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აკისრებს და მიაჩნია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორობის მსხვერპლი გახდა. ინტერვიუ მუხთარლისთან რუსთავი 2-მა ჩაწერა და თარგმანიც მას ეკუთვნის.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


