კომენტარი
ადვოკატებს არ დაუყენებიათ საკითხი, რომ მერაბიშვილის დაკავება არ ეფუძნებოდა საფუძვლიან ეჭვს დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ყოფილი პრემიერის ივანე მერაბიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა,რომლის მიხედვით, მერაბიშივილმა პროტესტის ნიშნად ადვოკატების დაცვაზე უარი განაცხადა.
როგორც წულუკიანმა „ტვ პირველის“ეთერში აღნიშნა, მერაბიშვილის ადგილას ადვოკატების აცილებაზე უარს გაცილებით ადრე იტყოდა, რომ პროცესი კვალიფიციურად წასულიყო.
მინისტრის განმარტებით, მერაბიშვილის ადვოკატებს სტრასბურგის სასამრთლოში არ დაუყენებიათ საკითხი, რომ მერაბიშვილის დაკავება არ ეფუძნებოდა საფუძვლიან ეჭვს დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
„დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ მერაბიშვილმა თავის ადვოკატებს აცილება მისცა. ალბათ. უკეთესი იქნებოდა მანამდე აეცილებინა ისინი, რომ დავა უფრო კვალიფიციურად წასულიყო და დრო არ დაეხარჯათ იმაზე, რომ პოლიტიკური დევნილი ვარო. სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ მომჩივანს -მ ერაბიშვილს, ანუ მის ადვოკატებს არც კი დაუყენებიათ საკითხი, რომ არ დაუყენებიათ საკითხი, რომ მერაბიშვილის დაკავება არ ეფუძნებოდა საფუძვლიან ეჭვს დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად ასე იყო. და ჩვენ ეს როგორც მხარემ გამოვიყენეთ.
ალბათ ეს ადვოკატის ოთარ კახიძის ხარვეზი იყო, რომელსაც მრავალი ათასი დოლარი უნდა მიეღო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე თუ პირველი ინსტანცია დარჩებდა ძალაში. ჩვენ ეს გადავასაჩივრეთ.
ვნახეთ, რომ არც ერთ ადვოკატს, არც ბატონ ოთარს და არც ჩივიაშვილს, არც ბრიტანელ ძვირადღირებულ ადვოკატს, სტრასბურგის სასამართლომ უთხრა, რომ მათ სახელწმიფოსგან არანაირი თანხა არ ეკუთვნოდათ იმ დაცვითი ღონისძიებებისთვის, რაც მათ ბატონ ვანოს სასარგებლოდ განახორციელეს“,-აღნიშნა მინისტრმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


