მსოფლიო
ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო
ოდესის ადმინისტრაციული ოლქის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ საააშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, პაველ ბოგომაზოვის ინფორმაციით, სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
როგორც ადვოკატმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მის დაკავებას პოლიტიკური მოტივით ხსნის.
ბოგომაზოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ორშაბათს ჩატარდება.
„ორშაბათს ალბათ იქნება სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე. მანამდე ალბათ იზოლატორში დარჩება“, - აღნიშნა პაველ ბოგომაზოვმა.
თავის მხრივ, როგორც სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, რუსლან ჩორნოლუცკიმ აღნიშნა, სააკაშვილმა ბრალდების დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
ადვოკატი განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბრალს არ აღიარებს.
„მან დალია რამდენიმე ლიტრი წყალი, ოთხჯერ დაგვჭირდა ექიმის გამოძახება, დალია დამამშვიდებლები, მაღალი წნევა ჰქონდა – 180-110-ზე“, - განაცხადა ადვოკატმა.
მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


