კომენტარი
ადვოკატები აფიქსირებენ იმ მუხლებს და ნორმებს, რომლებიც ჩვენების მიცემისგან თავის არიდებას არ ითვალისწინებს- დავით გუმბერიძე
პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, ე.წ ციანიდის საქმის ადვოკატებს ჩვენების მიცემა არ სურთ და აფიქსირებენ იმ მუხლებს და ნორმებს, რომლებიც ჩვენების მიცემისგან თავის არიდებას არ ითვალისწინებს.
ამის შესახებ გუმბერიძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც საქმის სამ ადვოკატს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ.
„პრობლემა ადვოკატებთან დაკავშირებით შეიქმნა, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო არ სურთ ჩვენების მიცემა და აფიქსირებენ იმ მუხლებს და ნორმებს, რომელიც არ ითვალისწინებს, მოცემულ შემთხვევაში, ჩვენების მიცემისგან თავის არიდებას. გამომდინარე იქიდან, რომ ის კითხვები, რაც გამოძიებას გააჩნია არ უკავშირდება მათ პროფესიულ საქმიანობას, იმ ინფორმაციას, რაც მათ უშუალოდ ბრალდებულთან ურთიერთობის დროს მიიღეს.
აქ მთავარი ამოსავალი წერტილი გახლავთ კვალიფიკაცია, რაზეც ჩვენ გამოძიებას ვაწარმოებთ. ეს არის მტკიცებულებების გასაჯაროება, ასევე სასამართლოს დახურული სხდომიდან ინფორმაციის გამოტანა. ჩვენ კითხვები გაგვაჩნია ამ პირებთან, როგორც ადვოკატებთან, რომ უზრუნველყვეს თუ არა საიდუმლოებების შენახვა?“,- განმარტა პროკურორმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ადვოკატების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს, დავით გუმბერიძე პასუხობს, რომ “ ჩვენ ვაწარმებთ სრულყოფილ გამოძიებას და მივიღებთ იმ სამართლებრივ გადაწყვეტილებას, რაც ამ საქმის გამოძიებას უკავშირდება“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


