კომენტარი
ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას ჩვენც ვაპირებთ - ირაკლი ხმალაძე
თუ ვინმეს გჯერათ, რომ 200 მლნ აქვს სარესტორნო ხარჯებში ჩადებული ბატონ დავით ნარმანიას, ძალიან ცდებით, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და აღნიშნულით ხარჯების ოპტიმიზაციის საკითხზე საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია "ევროპული საქართველო - თბილისის" თავმჯდომარის, გოკა გაბაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას მერია ისედაც გეგმავს.
„თუ ვინმეს გჯერათ, რომ 200 მლნ აქვს სარესტორნო ხარჯებში ჩადებული ბატონ დავით ნარმანიას, ძალიან ცდებით. ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას ჩვენც ვაპირებთ. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვაცხადეთ სტრუქტურული რეფორმა, რომელიც დაიწყება. თბილისის მუნიციპალიტეტში დაინერგება მმართველობის ეფექტიანი სისტემა და ამას მოხმარდება იმდენი რესურსი, რამდენიც საჭიროა",- აღნიშნა ხმალაძემ.
ამასთან, ვიცე-მერს არ დაუკონკრეტებია სტრუქტული რეფორმის დეტალები.
"ჩვენ მომდევნო 3 თვის განმავლობაში, კანონის თანახმად, უნდა დავასრულოთ ოპტიმიზაცია, სტრუქტურული რეფორმა. დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი, თუ როგორი ფუნქციური ცვლილებები იქნება შეტანილი მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში. ვერაფერს დაგიდასტურებთ და ვერაფერს გამოვრიცხავ. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რა დროსაც ჩვენ უნდა შევისწავლოთ, რა არის ოპტიმალური სტრუქტურა თბილისის მუნიციპალიტეტის და რა საკადრო რესურსი სჭირდება. არ გამოვრიცხავ და ველოდებით, მნიშვნელივან საკადრო ცვლილებებს",- განაცხადა ხმალაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


